„კრიზისის იმ პირობებში ვართ, რომლის დასასრული არ იქნება მარტივი - ეს დაარტყამს ეკონომიკას და სოციალურ სფეროს“

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი" პოლიტიკის ანალიტიკოსგია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, 18 ნოემბერს საშინაო და საქარეო პოლიტიკის თემებზე სასაუბროდ შეგეხმიანეთ, მაგრამ, ვიდრე ამ თემებს შევეხებით, გვერდს ვერ აუვლით იმას, რაც 19-ის დილით ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის კვეთაზე მოხდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ საპოლიციო ძალებმა და სპეცრაზმმა ოპოზიციის აქცია დაშალა და მომიტინგეები მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით გაიყვანა. აქციის ტერიტორია კი სრულად სპეცრაზმმა დაიკავა.

სამართალდამცავთა თქმით, „ის, რაც აქ ხდებოდა კანონდარღვევა იყო, რადგან არასაკმარისი ხალხის რაოდენობის გამო ხელოვნურად იყო გზა გადაკეტილი და მოძრაობა შეჩერებული“.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- პრინციპში, ხელისუფლების მიერ ოპოზიციის აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო. გარკვეული დაკვირვების შემდეგ ცხადია იყო, რომ ხელისუფლება ძალის დემონსტრირებას მოახდენდა და ასეც მოხდა. საქმე იმაში იყო, ამის გასაკეთებლად ხელისუფლება დროს როდის შეარჩევდა. მას შემდეგ, რაც ვაკეში ოპოზიციამ აქცია დაიწყო, ეს ცხადი იყო.

ხელისუფლებას არჩევნებზე ამდენი იმისთვის კი არ უბრძოლია და უმამაძაღლია, რომ მისი შედეგები ასე იოლად დათმოს. ცხადია ისიც, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ამ პროცესში ვიმყოფებითშემაშფოთებელი ის იყო, რომ რაც მოხდა, ხელისუფლების არც თუ კარგ გუნებაზე მეტყველებს. ვგულისხმობ აქციის დაშლის ფორმას და მოქმედების სისასტიკეს. ვგულისხმობ არა მხოლოდ, სპეცრაზმელების, არამედ პოლიციის თანამშრომლების ქცევას შვილის ტოლა ბავშვებისა და ქალების მიმართ. ეს ყველაფერი რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მძიმედ საყურებელი იყო.

ხელისუფლებას არჩევნებზე ამდენი იმისთვის კი არ უბრძოლია და უმამაძაღლია, რომ მისი შედეგები ასე იოლად დათმოს. ცხადია ისიც, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ამ პროცესში ვიმყოფებით.

- 18 ნოემბერი ბევრი თვალსაზრისით იყო საინტერესო. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო ბევრს საკითხებზე იმსჯელა.

მათ შორის იმაზე, თუ როგორი იქნება ევროკავშირის პასუხი უკრაინაში რუსულ აგრესიაზე, ტრამპის არჩევის შემდეგ აშშ-ევროპის ურთიერთობებზე, ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე და საქართველოს საკითხზე. ვიცით, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წერილით საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათ შორის ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის ბორელის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მათი უმრავლესობა, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს არც თავისუფლად ჩატარებულად და არც სამართლიანად არ მიიჩნიეს და იმისთვის, რომ ასე ჩათვალონ, არჩევნების ჩატარების საკითხზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.

მათივე თქმით, ისინი დაელოდებიან საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ეუთო/ ოდერის დასკვნას.

ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები რა გზავნილი იყო ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის?

- აქაც რაც ხდება კანონზომიერია. ევროპა არ არის ისეთი ორგანიზაცია, რადაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მათ სჭირდებათ საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ საბოლოოო დასკვნა დადონ. მტკიცებულება ან ერთი, ან მეორე მიმართულებით.

ჩვენ ახლა ვართ იმ პროცესსა და კრიზისის პირობებში, რომლის დასასრული არ იქნება ასე მარტივი. დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია და მასზე ბევრი ფაქტორი ზემოქმედებს. თუნდაც ის, რომ აშშ-ში ახლა გარდამავალი ხელისუფლებაა. ევროპა ამა თუ იმ ქვეყანასთან დაკავშირებით სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს აშშ-ს გარეშე არ იღებს.

სტრატეგიულ საკითხებში აშშ და ევროპა სინქრონულად მოქმედებენ, გამომდინარე იქიდან რომ მათ ჩვენთვის არ სცალიათ, გარკვეულ პაუზას იჭერს ევროპაც. თან ყურადღებით აკვირდებიან თუ როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები. აანალიზებენ ყველაფერს და ამას ყველაფერს სჭირდება დრო.

- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას შესთავაზა ვიდრე არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება არ ჩატარდება, არ შეიკრიბოს ახლად არჩეული პარლამენტი. ძველმა პარლამენტმა გაგრძელოს ფუნქციონირება. მან ასევე თქვა, რომ თავად სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების ფარულობის დარღვევისა და იმის გამო, რომ არჩევნებში შეზღუდული იყო არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაობის პრინციპი, რომელიც ემიგრანტებს შეეხო.

თან, პრეზიდენტმა ახსენა ე.წ. პარალელური სტრუქტურების შექმნასთან დაკავშირებული საფრთხეები. თქვენ როგორ გაიგეთ პრეზიდენტის განცხადების ის ნაწილი, რომელიც ე.წ. პარალელურ სტრუქტურებს ეხება?

- პრეზიდენტმა ისაუბრა ორხელისუფლებიანობის პრობლემაზე. ანუ იმაზე, როცა საზოგადოების ერთი ნაწილი არ აღიარებს არჩევნების შედეგებსა და რაც ხელისუფლებას გარკვეულ რისკებს უქმნის. თუ საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ეს თავისთავად ქმნის ორხელისუფლებიანობის გარკვეულ საფუძვლებს.

ბუნებრივია ამგვარი განცხადება პოლიტიკური განაცხადია., რადგან ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს სახელისუფლებო სტრუქტურები, რომელიც მას ემორჩილება. მაგრამ, როცა ვამბობთ, რომ რისკები მაღალია, იგულისხმება ის, რომ ამ პროცესს მიღებული აქვს პერმანენტული ხასიათი.

როდესაც პოლიტიკური პროცესი ასეთ ხასიათს იღებს, ეს დაეტყობა ჩვენი სოციალურ-საზოგადოებრივ ცხოვრებას, რადგან ეს დაარტყამს ეკონომიკას და სოციალურ სფეროს. ეს კიდევ იმასაც ნიშნავს, რომ გარე რისკები იმატებს. ასე რომ არაა გამორიცხული დომინოს პრინციპით განვითარდეს პროცესები და საბოლოო ჯამში სახელმწიფო დაზარალდეს ქვეყანაში გარკვეული რყევები დაიწყოს. ეს იგულისხმა პრეზიდენტმა, როდესაც პარალელურ სტრუქტურებზე საუბრობდა. პრინციპში მოვლენათა განვითარების ლოგიკა ამაზე მეტყველებს.

ხელისუფლება მუდმივად თავებს ითვლის და იმით აპელირებს, რომ ხალხში პროტესტი არ არის. რა თქმა უნდა, ეს ტყუილია, რადგან პროტესტი სამზარეულოებში დაბრუნდა. ეს საზოგადოებისთვის დამახასიათებელია.

„სამზარეულოში პროტესტის“ დაბრუნებას აქვს თავისი ციკლები და პიკები. ადამიანები მუდმივად ქუჩაში ვერ იდგებიან, მაგრამ, როგორც ჩანს, პიკები კიდევ გვექნება და ეს პიკები, უფრო და უფრო მწვავე იქნება. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ევროპაში.

განაგრძეთ კითხვა