საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი იზრდება - რომელ ქვეყნებში გადის

საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი იზრდება. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 1 533 420 აშშ დოლარის ღირებულების, 248 ტონა ლოკოკინას ექსპორტი განხორციელდა. 2023 წლის ათ თვეში კი ექსპორტმა 137 ტონა შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში 1 207 940 აშშ დოლარი იყო.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ლოკოკინა შემდეგ ქვეყნებში გავიდა ექსპორტზე:

  • საფრანგეთი - 1 343 780 აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 109 530 აშშ დოლარი;
  • ნამიბია - 64 790 აშშ დოლარი;
  • იტალია - 15 330 აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ლოკოკინას მთავარი ექსპორტიორი 2023 წელსაც საფრანგეთი იყო. გასულ წელს ექსპორტი მცირე რაოდენობით განხორციელდა ასევე იტალიაშიც.