გლობალური უნივერსიტეტების მკვლევარებმა გამოავლინეს ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე განათლებული პოლიტიკოსები ჰყავთ. სტატია, რომელიც უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა, ორ კვლევას ეფუძნება და ის 2015, 2017 და 2023 წლების მონაცემებს მოიცავს.
პირველმა კვლევამ, რომელიც ექვსი უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეადგინეს, მოიცავს ბიოგრაფიულ მონაცემებს 97 ქვეყნიდან 20 000 პარლამენტარზე 2015-2017 წლებში. ეს არის ყველაზე მასშტაბური კვლევა დღემდე. ამჟამინდელ კანონმდებელთა საშუალო ასაკი 51 წელს უტოლდება, მათ შორის 27% ქალია.
კვლევამ აჩვენა, რომ პარლამენტარების 78%-ს ჰქონდა მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 40%-ს დამთავრებული ჰქონდა მაგისტრატურა. აღნიშნული რეიტინგი მოიცავს 56 ქვეყანას, ხოლო კანონმდებლების რაოდენობა მინიმუმ 90%-ს შეადგენს.
უფრო კონკრეტულად კი, კანონმდებლების ყველაზე მაღალი წილი, მაგისტრატურის განათლებით უკრაინას ჰყავს - თითქმის მეოთხედი ფლობს დოქტორის ხარისხს. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მისი ყველა პრეზიდენტი, გარდა ვოლოდიმირ ზელენსკისა, აცხადებდა, რომ დოქტორის ხარისხს ფლობდა.
მაღალი მაჩვენებელი აქვს სამხრეთ კორეასაც, სადაც პოლიტიკოსთა თითქმის მესამედი ფლობს აღნიშნულ ხარისხის, ხოლო აშშ-ში ორ მესამედზე მეტს დამთავრებული აქვს მაგისტრატურა.
ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იტალია, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი, პარლამენტართა მაღალი წილი მხოლოდ საშუალო განათლების მქონეა. მაგალითად, სერ ლინდსი ჰოილი გახდა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი უნივერსიტეტში დასწრების გარეშე. ლუიჯი დი მაიომ და მატეო სალვინიმ, პოლიტიკოსებმა იტალიაში, ასევე თავის დროზე არ დაასრულეს უნივერსიტეტი.
მეორე კვლევამ, რომელიც ჩილეში მკვლევარებმა ჩაატარეს, გამოიკვლია 6 000 კანონმდებლის განათლება თითქმის 30 ქვეყნიდან 2023 წლის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ ჩრდილოეთ და ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი რაოდენობით სამართლის კურსდამთავრებულები არიან.
ამავდროულად, სკანდინავიური ქვეყნები მიდრეკილნი არიან პოლიტიკოსებისკენ, რომლებსაც აქვთ განათლება სოციალურ მეცნიერებებში, როგორიცაა ეკონომიკა. დიდი ბრიტანეთი გამოირჩევა კანონმდებლების უჩვეულოდ მაღალი რაოდენობის არჩევით, რომელთა უმაღლესი ხარისხი არის ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, როგორიცაა ისტორია ან კლასიკა.
ესპანეთში ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ კი აჩვენა, რომ დიპლომიანი მერები სხვებზე უკეთ არ უმკლავდებოდნენ უმუშევრობის პრობლემებს, ბიუჯეტის დაბალანსებას ან ქალაქებში მცხოვრებლების მოზიდვის საკითხს.
კვლევის თანახმად, ყველაზე განათლებული პოლიტიკოსები არჩევნებს დაახლოებით იგივე ტემპით აგებენ, როგორც ნაკლებად ფორმალური განათლების მქონე კანდიდატები.
მიუხედავად ამ მაჩვენებლებისა, დიპლომების გარეშე პირებისთვის სულ უფრო რთული ხდება მათი სახელების ბიულეტენზე მოხვედრა.