რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ქვეყანა ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვებს უმოკლეს დროში გააუქმებს.
როგორც მან მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომზადებულია საჭირო დოკუმენტები ბენზინის ექსპორტის აკრძალვის მოსახსნელად, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს.
„აკრძალვა უახლოეს დღეებში მოიხსნება. ძნელი სათქმელია, მოიხსნება თუ არა ის 1-ელი დეკემბრიდან“, - განმარტა ნოვაკმა.
რუსეთში ბენზინის ფასების ზრდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმებისა და გაზრდილი მოთხოვნის გამო დაფიქსირდა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში. ფასების მატების გამო მთავრობა ექსპორტზე შეზღუდვებს პერიოდულად აწესებს. რუსეთმა ბენზინის ექსპორტი ბოლოს 1-ელი აგვისტოდან წლის ბოლომდე შეზღუდა.