„ლურჯი ზონები“ დედამიწაზე - რას მალავენ ადგილები, სადაც ადამიანები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ

მსოფლიოში არის რამდენი „ლურჯი ზონა" , სადაც ადამიანები 100 წლამდე და მეტ ასაკამდე ცხოვრობენ. ისინი თავისუფალი მრავალი დაავადებისგან და ცხოვრების მაღალი ხარისხით გამოირჩევიან.

ტერმინი „ლურჯი ზონა“ პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ის National Geographic-ის წარმომადგენელმა დენ ბუტნერმა გამოიყენა იმ ადგილების აღსაწერად, სადაც ხანდაზმულებს შეხვდა.

ბუტნერმა მეცნიერთა გუნდთან ერთად, სადაც შედიან ჯანი პესი და მიშელ პულენი, მთელს მსოფლიოში დაიწყო იმ წერტილების იდენტიფიცირება, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალო მაჩვენებელს ბევრად აღემატება.

მათი მისია იყო ამ თემების წევრთა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს ამოხსნა.

კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა “ლურჯი ზონების“ წიგნების სერიაში, Netflix-ი შთააგონა გადაეღო დოკუმენტური ფილმი Live to 100: Secrets of the Blue Zones.

ბაზრის კვლევის ჯგუფის Allied Market Research -ის თანახმად, 2030 წლისთვის ხანგრძლივი სიცოცხლის ინდუსტრია 34 მილიარდი აშშ დოლარი ეღირება.

მართალია, უკვდავების საიდუმლოს გასახსნელად უნიკალური ფორმულა არ არსებობს, თუმცა, ბუტნერმა და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს, ცხრა სპეციფიკური ცხოვრების წესი - Power 9, რომელსაც “ლურჯ ზონებში“ მცხოვრები მოსახლეობა მისდევს.

screenshot-2024-11-22-2-1732300170.jpg

სად არის ლურჯი ზონები?

მკვლევართა აზრით, ჯერჯერობით ზონები სარდინიაში, იაპონიის - ოკინავას კუნძულებზე, კალიფორნიაში, საბერძნეთის კუნძულ იკარიაში, კოსტა რიკაში და სინგაპურში აღმოაჩინეს.

ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ რეგიონებს საერთო არაფერი აქვს, მაგრამ მკვიდრმა მოსახლეობამ როგორც ჩანს, გახსნა გრძელი, ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო.

სარდინია, იტალია

სარდინია ასოცირდება კრისტალურად სუფთა წყლებთან და თვალწარმტაც ლანდშაფტთან. ეს იყო პირველი “ლურჯი ზონა“, რომელიც ჯგუფმა გამოავლინა.

Statista -ს თანახმად სარდინიაზე სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 83 წელია, ქალებისთვის 85 წელზე ცოტა მეტი. თუმცა, სარდინიის მთიან რეგიონებში თემები ბევრად დიდხანს ცხოვრობენ.

მცხოვრებლებს შეუძლიათ ივარჯიშონ ყოველდღე. გარდა ამისა, მათი სახლების სიახლოვე უზრუნველყოფს იმას, რომ მარტოობის პრობლემა არავის აწუხებს.

კუნძულზე ბევრ მოხუცთა თავშესაფარს ვერ ნახავთ, რადგან ოჯახისთვის სირცხვილია მოხუცებული მშობლების იქ გაგზავნა. სამაგიეროდ, ორი-სამი თაობა ხშირად ერთ სახლში ცხოვრობს.

ოკინავა, იაპონია

ოკინავა, რომელიც შედგება 160 ხელუხლებელი კუნძულისგან აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, ტაივანსა და იაპონიის მატერიკს შორის მდებარეობს.

ადგილს მეორენაირად "უკვდავების ქვეყანას" უწოდებენ.

ოკინაველებს აქვთ კიბოს, გულის დაავადებების და დემენციის მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელი. მათი ქალები პლანეტაზე სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდს ფლობენ, საშუალო ხანგრძლივობა 87,4 წელია.

სახლები ბუნებასთან ჰარმონიულად არის შერწყმული. მოსახლეობა მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველდღიურად ვარჯიშობს. ხოლო საკვები ძირითადად მცენარეულია.

ადგილობრივები მოიხმარენ იაპონიაში მოხმარებული შაქრის თითქმის მესამედს. ხოლო ულუფები განაწილებულია პატარა თეფშებზე.

ოკინაველი ქალები იშვიათად სხედან სახლში.

იკარია, საბერძნეთი

საბერძნეთის კუნძულ იკარიას მცხოვრებლებიდან ყოველი მესამე თითქმის 90 წლამდე ცოცხლობს. ჯანმრთელობის მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საბერძნეთში ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 83,6 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის 78,6 წელი.

კუნძული მოფენილია ქვის „ანტიმეკობრული“ - ლოდების ქვეშ აშენებული სახლებით, რათა დამპყრობლებს ვერ შეემჩნიათ ისინი.

მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძული გერმანიისა და იტალიის ჯარებმა დაიკავეს. ბრიტანული გაზეთის The Guardian-ის შეფასებით, ამ დროს შიმშილით დაიღუპა მოსახლეობის 20%.

1980 წლამდე იკარია თვითკმარი ადგილი იყო. წლების განმავლობაში თითქმის არაფრის იმპორტი არ ხორციელდებოდა. ადგილობრივებს დიდი გამოცდილება ჰქონდათ ბიოლოგიურად სუფთა ნაწარმის მოყვანაში და დღემდე ასე გრძელდება.

ამან განსაზღვრა მათი საკვებიც - კუნძულის მცხოვრებლები საკვებში იყენებენ დაახლოებით 80 სხვადასხვა სახის ველურ მწვანილს. ზოგიერთს აქვს ანტიოქსიდანტების ათჯერ უფრო მაღალი დონე, ვიდრე წითელი ღვინო, რომელიც დადასტურებულია, რომ ამცირებს ანთებას და ამცირებს არტერიულ წნევას.

იკარია ცნობილია თავისი თაფლით, რომელსაც, როგორც ამბობენ, აქვს კიბოს საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები.

ნიკოია, კოსტა რიკა

კოსტა რიკის ნიკოიას ნახევარკუნძული ბუნებრივი სამოთხეა ისეთი ცნობილი ადამიანებისთვის, როგორიცაა ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი.

Business Insider-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კოსტა რიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე რეგიონია, ნიკოიას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 85 წელი აქვს.

მათი საკვები ძირითადად მცენარეებზეა დაფუძნებული. ძირითადი ინგრედიენტებია სიმინდის, ლობი და გოგრა.

სახლები, როგორც წესი, აშენებულია ადგილობრივი ხის ნაწარმისგან, როგორიცაა სამეფო გუაიკაანა, პოჩოტე და კედარი. ეკოლოგიურად სუფთა მასალა, მათ ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ მოქმედებს.

ლომა ლინდა, კალიფორნია, აშშ

ერთადერთი ლურჯი ზონა შეერთებულ შტატებში მდებარეობს კალიფორნიის მზიან ნაწილში პალმ სპრინგსსა და ლოს ანჯელესს შორის. აღსანიშნავია, რომ ისინი ჩრდილოეთ ამერიკელებზე 10 წლით მეტს ცხოვრობენ.

ლომა ლინდაში მცხოვრების უმრავლესობა 100 წლამდე ცოცხლობს. ისინი თავს არიდებენ ალკოჰოლს და ხორცს.

ლომა ლინდაში დაახლოებით 250,000 მოსახლე ცხოვრობს. იქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ხშრად ერთად დარბიან კიდეც.

სინგაპური

სინგაპურში ადამიანებს ახლა შეუძლიათ 86 წელზე მეტხანს იცოცხლონ.

სინგაპური ლიდერობს მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით და არის მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანა.

სინგაპურში მაცხოვრებლების 80%-ზე მეტი ცხოვრობს მაღალსართულიან საცხოვრებლებში, რომლებიც ცნობილია როგორც HDB (საბინაო განვითარების საბჭოს) აპარტამენტები. ეს ნაგებობები საგულდაგულოდ არის შექმნილი, რათა წაახალისოს სოციალური ურთიერთქმედება და შექმნას ერთობის განცდა.

HDB საცხოვრებელი ფართები, როგორც წესი, შედგება იდენტური საცხოვრებელი კორპუსებისგან, რომლებიც გარშემორტყმულია საერთო სივრცეებით, როგორიცაა სათამაშო მოედნები, ფიტნეს კუთხეები და სათემო ბაღები. იქ მცხოვრებთან ყველა თაობა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

მიუხედავად ურბანული ლანდშაფტისა, ძალიან დიდი როლი ეთმობა “წვანე სივრცეებს“. ერთ-ერთი ასეთი ადგილია სინგაპურის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში.

პარკი ასევე მასპინძლობს სხვადასხვა უფასო სავარჯიშო ჯგუფებს.

წყარო: loveproperty.com

თეონა რამაზაშვილი