დონალდ ტრამპმა აშშ-ის ხაზინის მდივნის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„სკოტს დიდ პატივს სცემენ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ინვესტორს, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგს“, - წერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ში.
62 წლის მილიარდერი სკოტ ბესენტი ჰეჯ-ფონდის, Key Square Capital Management-ის დამფუძნებელია და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს ეკონომიკურ საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო.
ხაზინის დეპარტამენტის მდივნის თანამდებობაზე სკოტ ბესენტის კანდიდატურა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.