„სენა ავტო ჯგუფი“ წამყვანი საავტომობილო ბრენდის  JAC Motors-ის უახლესი პიკაპის 2025 წლის მოდელის  JAC T9 Hunter-ის გაყიდვებს იწყებს

კომპანია „სენა ავტო ჯგუფი“ საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საავტომობილო ბრენდის JAC Motors-ის ახალი პიკაპის JAC T9 Hunter-ის გაყიდვებს იწყებს.

JAC T9 Hunter-ის ბაზარზე გამოსვლა ბრენდის 60 წლიან ისტორიას ეძღვნება და მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, ახალი თაობის ტექნოლოგიებს, უსაფრთხოებასა და ახალ შესაძლებლობებს აერთიანებს.

ახალი მოდელი განსაკუთრებული დიზაინით, ძლიერი ძრავით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და როგორც მძღოლისთვის, ისე მგზავრებისთვის შექმნილი დამატებითი ახალი ტექნოლოგიებითა და კომფორტით გამოირჩევა.

აღნიშნული მოდელი შექმნილია მხოლოდ ტოპ ვერსია და თანამედროვე, ტექნოლოგიურ სწრაფ დროებას სრულად ესადაგება.

a7406577-1732346671.jpg

JAC T9 Hunter 4X4 ზე პიკაპი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2,0 ტურბო დიზელის ძრავით , რომელიც ხასიათდება ეკონომიურობით, სიძლიერითა და საიმედოობით.

პიკაპს გააჩნია უსაფთხოების რამდენიმე 5-ვარსკვლავიანი სერტიფიკაცია. სტანდარტად გააჩნია რამდენიმე აქტიური და პასიური უსაფრთხოების ფუნქცია, მათ შორის ავტონომიური გადაუდებელი დამუხრუჭება და ბრმა წერტილების მონიტორინგი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია JAC T9 Hunter -ის 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და სხვა ისეთი აღჭურვილობები, როგორიცაა 10,4 დუიმიანი სენსორული საინფორმაციო დისპლეი , კლიმატის კონტროლი, დუალური ნავიგაცია და სხვა.

კომპანია „სენა მოტორსი“ გთავაზობთ ჯაკ მოტორსის საერთაშორისო ბაზრებისთვის განკუთვნილი მოდელების 5 წლამდე საგარანტიო მომსახურებას .

JAC Motors Group 1964 წელს ჩინეთში დაარსდა და წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის დღეს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ჰყავს 500-ზე მეტი დილერი და 14 ქარხანას ფლობს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.

„სენა მოტორსი“ საქართველოში ექსკლუზიურად სამოდელო ხაზში არსებულ სრულ სპექტრს გთავაზობთ - კომერციულ, სამგზავრო და ელექტროავტომობილებს და სხვა.

(R)