იაპონიაში ინფლაციის შედეგების შესამცირებლად 250 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ეკონომიკური პაკეტი დამტკიცდა

ინფლაციის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად, იაპონიის პრემიერ-მინისტრის, იშიბა შიგერუს კაბინეტის მიერ დამტკიცებული ეკონომიკური პაკეტი 250 მილიარდ დოლარზე მეტია.

ეკონომიკური პაკეტი მოიცავს სუბსიდიებს და ფულად დახმარებას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, რათა „დაამუხრუჭოს“ მზარდი ენერგო ხარჯები.

პაკეტი ასევე მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იშიბა შიგერუმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელფასების მატება „აუცილებელია“ ზოგადად ეკონომიკის ზრდისთვის და თქვა, რომ: „მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო ქალაქებში მცხოვრები, არამედ სოფლად მცხოვრები მოსახლეობაც“.

ნათია ზარიძე