Turkish Airlines-მა 23 ნოემბერს 38 რეისი, მათ შორის 28 საერთაშორისო, გააუქმა სტამბოლში მოსალოდნელი შტორმისა და წვიმის გამო.
გაუქმებული მიმართულებები მოიცავს ფრენებს პოდგორიცადან, სარაევოდან, ბაქოდან, კიშინიოვიდან, ანტალიიდან, ბოლონიიდან და შტუტგარტიდან, ასევე უკან ფრენებს.
თურქი სინოპტიკოსები აფრთხილებენ, რომ შაბათს სტამბოლში მოსალოდნელია ქარი საათში 80 კილომეტრამდე სიჩქარით, ძლიერი წვიმა და ზოგან პირველი თოვლი. ჰაერის ტემპერატურა +18-იდან +4 გრადუსამდე დაიკლებს. გარდა ამისა, თურქეთის პროვინციების ნახევარზე მეტში არახელსაყრელი ამინდის პირობები შეინიშნება.