„იენის გაძლიერების პროგნოზირების ორი წარუმატებელი წლის შემდეგ, ანალიტიკოსები 2025 წლისთვის ოპტიმისტურად არიან განწყობილნი“, - ამის შესახებ TBC Caputal-ის კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია ნათქვამი.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ წელს ბირჟაზე საჯარო ფონდებმა (ETFs) ახალ ნიშნულს მიაღწიეს, რომელთა წლიურმა რეკორდულმა შემოსავლებმა $913 მილიარდ დოლარს გადააჭარბეს.
Goldman Sachs-ი პროგნოზირებს, რომ ოქროს ფასი 2025 წლის დეკემბრამდე რეკორდულ $3,000 დოლარს მიაღწევს უნციაზე.
განვითარებადი ბაზრების ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული ობლიგაციების პერსპექტივა უარესდება.