დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ბანკი რუსეთიდან და ბელარუსიდან გადახდების მიღებას წყვეტს

გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესმა ბანკმა HSBC-მა, გამოაცხადა, რომ შეწყვეტს გადახდების მიღებას რუსეთიდან და ბელარუსიდან.

„ჩვენ გადავწყვიტეთ შევწყვიტოთ გადახდების დამუშავება რუსეთიდან ან ბელარუსიდან“, - ნათქვამია ფინანსური ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

„HSBC-ის მეშვეობით დამუშავებული ნებისმიერი გადახდა, რომელიც მოიცავს რუსეთს ან ბელარუსს, შეიძლება შეჩერდეს შემდგომი განხილვისთვის და, ჩვენი შეხედულებისამებრ, შეიძლება უარი თქვას და თანხები დაბრუნდეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბანკის კლიენტებს, რომლებიც გეგმავენ გადახდების განხორციელებას ან მიღებას რუსეთში ან ბელარუსში, ურჩევენ "გამოიყენონ ალტერნატიული ვარიანტები".

ნათია ზარიძე