სტივ ჯობსი, აარონ სპელინგი - მდიდრები, რომლებმაც შვილებს ქონება არ დაუტოვეს

მდიდარ ოჯახში დაბადება ნამდვილი გამართლებაა. უმეტესობა თვლის, რომ მემკვიდრე სახსრებს მშობლებისგან მიიღებს.

მილიონობით დოლარი ცხოვრების მაღალ ხარისხსა და ბევრ დივიდენდს გულისხმობს.

თუმცა, ისტორიაში იყვნენ მდიდრები, რომლებიც პირიქით ფიქრობენ. მათ გადაწყვიტეს, რომ შვილებისთვის მილიონები მემკვიდრეობით არ გადაეცათ.

წარმოგიდგენთ მათ:

აარონ სპელინგი

ბევერლი ჰილზის ვარსკვლავს ტორი სპელინგს ამ მხრივ არ გაუმართლა. 2006 წელს, აარონ სპელინგი გარდაცვალების დროს 500 მილიონ დოლარს ფლობდა, თუმცა მისმა გადაწყვეტილებამ ყველა შოკში ჩააგდო.

აარონ სპელინგი 123-ოთახიან სასახლეში ცხოვრობდა, რომელიც დღემდე კალიფორნიის ყველაზე დიდ და ძვირადღირებულ კერძო სახლად ითვლება. ახლახანს, ქონება 119,7 მილიონ დოლარად გაიყიდა.

სასახლე გასაყიდად გამოიტანა ფორმულა 1-ის მემკვიდრემ პეტრა ეკლსტონმა, რომელმაც ის 2011 წელს შეიძინა.

ყველას გასაკვირად, აარონმა ორივე შვილს მემკვიდრეობის სახით მხოლოდ 800 000 დოლარი დაუტოვა. ეს აარონის მთლიანი წმინდა ქონების 1%-ზე ნაკლებს წარმოადგენდა.

აარონი თვლიდა, რომ მისი შვილები ზედმეტად მხარჯველები იყვნენ და არ აფასებდნენ ნამდვილ შრომას.

სტივ ჯობსი

Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი 2011 წელს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ქონება იმ დროისთვის 10,2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

ჯობსს ოთხი შვილი ჰყავდა: სამი მეუღლესთან, ლორენ პაუელ ჯობსთან და ერთი ქალიშვილი - ლიზა ბრენან-ჯობსი, წინა ურთიერთობიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ პირველ დესკტოპს “Apple Lisa“ დაარქვა, ჯობსი წლების განმავლობაში უარყოფდა, რომ ლიზა მისი ნამდვილი ქალიშვილი იყო. მაშინაც კი, როდესაც მამობის ტესტმა ფაქტი დაადასტურა.

ლიზას დედამ, კრისანმა 2005 წელს ჯობსს სთხოვა 25 მილიონი დოლარი მიეცა მათთვის. თუმცა, მილიარდერმა უარი განაცხადა და მიიჩნია, რომ მოთხოვნა შანტაჟი უფრო იყო, ვიდრე დახმარების თხოვნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან ლიზას ანდერძით მცირე ქონება დაუტოვა. მის დანარჩენ შვილებს არაფერი მიუღიათ.

მიკი რუნი

მიკი რუნიმ სამსახიობო კარიერა 17 თვის ასაკში დაიწყო. თავისი დიდების მწვერვალზე მსახიობი კვირაში 65,000 დოლარს გამოიმუშავებდა.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მეგავარსკვლავმა 300-ზე მეტ ფილმში ითამაშა და ცხრა ბიოლოგიური შვილი შეეძინა, 2014 წელს - საკმაოდ სევდიანად დაასრულა სიცოცხლე.

რუნის შვილებთან კონტაქტი თითქმის არ ჰქონდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ის თავის ოჯხათან ერთად არ ცხოვრობდა.

როდესაც 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, რუნიმ თავისი მწირი 18000 დოლარის ქონება დაუტოვა ძმას და მის მეუღლეს.

ანდერძი მისმა შვიდმა შვილმა გაასაჩივრა, თუმცა ვერაფერს გახდნენ.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანი

ჰოლივუდმა კიდევ ერთი ვარსკვლავი დაკარგა 2014 წელს, როდესაც ფილიპ სეიმურ ჰოფმანი ნარკოტიკების ჭარბი დოზით მოხმარების გამო 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას მსახიობს სამი შვილი ჰყავდა. ჰოფმანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან და ოჯახთან.

თუმცა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შვილებისთვის მნიშვნელოვანი ქონება არ დაეტოვებინა.

დოკუმენტების მიხედვით, მას „არ სურდა, რომ მისი შვილები „ტრასტის ფონდის“ შვილებად ითვლებოდნენ“.

მსახიობმა 47 მილიონი დოლარის ექვივალენტი ქონება დაუტოვა მეუღლეს, რომელსაც ერთპიროვნულად მისცა ქონების განკარგვის უფლება. შვილებს მის სიმდიდრეზე არანაირი წვდომა არ აქვთ.

ჯერი ლუისი

ამერიკელი კომიკოსი ჯერი ლუისი 50 მილიონ დოლარს ფლობდა. თუმცა, გარდაცვალებისას, 2017 წელს შვილებმა სიურპრიზად გაიგეს, რომ მათ არაფერი შეხვდათ.

ლუისს შვიდი შვილი. კომიკოსმა ქონება მხოლოდ ორს უანდერძა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი