კომპანია „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას ზედმეტი ხარჯების თავიდან ასარიდებლად ვიდეომიმართვის საშუალებით ასწავლის, თუ როგორ უნდა შემოწმდეს გათბობის რადიატორები.
რა უნდა იცოდეთ სანამ გათბობას ჩართავთ, იმისათვის, რომ ზედმეტი ხარჯი აიცილოთ თავიდან
„სანამ გათბობას ჩართავთ, აუცილებლად შეამოწმეთ რადიატორები, სადაც ხშირად გროვდება ჰაერი. ასეთ დროს რადიატორი არ თბება სათანადოდ და გათბობის ქვაბიც მეტი დატვირთვით მუშაობს, ხოლო ეს ნიშნავს მეტ გადასახადს თვის ბოლო. რადიატორების ჰაერისგან დაცლა შესაძლებელია მარტივად. ამისთვის, რადიატორზე არსებული პატარა ონკანი უნდა გახსნათ და როგორც კი წყალი წყალი დაიწყებს დენას, გადაკეტოთ“, - აღნიშნულია ვიდეომიმართვაში.