„ცარიელ მიწაზე დავსახლდით - ვაპირებ ქართლის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის გაშენებას“ - ბიომეურნე

"თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და ახალბედა ბიომეურნე ვარ", - ასე გაგვეცნო 19 წლის გიორგი­­ ფარულავა, რომელსაც ჯერ კიდევ 11 წლისას გასჩენია სურვილი, ლამაზი ბაღი გაეშენებინა, ჰყოლოდა შინაური ცხოველები და ფრინველები. ამისთვის მშობლებს სთხოვა, კორპუსის ბინა გაეყიდათ და ეზოიანი სახლი შეეძინათ, რაც აუსრულეს. ბუნების უზომოდ მოყვარული გიორგი ფარულავა ჩვენი სტუმარია.

- მშობლები მაშინვე არ დამთანხმებიან. მერე ზაფხულში, ბახმაროში ვისვენებდით. იქ ერთი მიუსაფარი ძაღლი შემომეჩვია, ჩვენს ნაქირავებ ბინას უცხოს არ აკარებდა. როცა მამა ჩამოვიდა წამოსაყვანად, დაუყეფა, მიახლოების­ უფლება არ მისცა, თუმცა ბოლოს ჩვენთან ერთად წამოვიდა. მაქსი ჩვენი­ ოჯახის უერთგულესი წევრი გახდა. დიდი ჯიშის, დრათჰაარის მეტისი იყო და კორპუსის ბინაში ვერ გავაჩერებდით. ამან სტიმული მისცა მშობლებს, ჩემთვის დაეჯერებინათ.

გიორგი ფარულავა: - სოფელ გლდანში მიწა შევიძინე. ადგილი საგანგებოდ შევარჩიე - გარშემო ულამაზესი ტყე და მცხეთა-მთიანეთისთვის დამახასიათებელი ლანდშაფტია. ცარიელ მიწაზე (700 კვმ) დავსახლდით. ეზოში ხე არ იყო, რაც მოტივაცია აღმოჩნდა, სასურველი ბაღი სწრაფად გაშენებულიყო. დავიწყე ბიოლოგიური მეთოდების შესწავლა, რათა ჯანსაღი გარემო და ხარისხიანი ბაღი გვქონოდა... გააგრძელეთ კითხვა