ქარის სადგურების გენერაცია შემცირდა, ჰიდროელექტროსადგურების კი გაიზარდა - როგორია მაჩვენებლები

ოქტომბერში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 959.1 გვტ.სთ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

„თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ოქტომბერში წლიურად 37.6%-ით შემცირდა თბოსადგურების გამომუშავება, ხოლო ქარის სადგურების გენერაცია 15.2-ით არის შემცირებული. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებას, საანგარიშო პერიოდში 12.8%-ით გაიზარდა.

tbc-1732393736.jpg

ამასთანავე, ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარება 11%-ით გაიზარდა და 1 097 გვტ.სთ შეადგინა. საცალო სექტორის მოხმარება 10%-ით, ხოლო პირდაპირი მოხმარება 25.2%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება აფხაზეთის მოხმარებას, წლიურად მცირედით, 0.6%-ით შემცირდა.

მერი ტაბატაძე