გუშინ ღამით, ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ფრენა გაუქმდა, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს.
ამასთანავე, თვითმფრინავების ნაწილი სათადარიგო აეროპორტებში - ბაქოში, ერევანსა და ტრაპიზონში გადამისამართდა.
აეროპორტში განმარტავენ, რომ ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები ჩვეულ რეჟიმში სრულდება.
„ნისლის გამო რამდენიმე რეისი გაუქმდა, რამდენიმე რეისი გადამისამართდა სათადარიგო აეროპორტებში. ღამის განმავლობაში მხოლოდ A JET-მა მოახერხა დაფრენა. ახლა უკვე ჩვეულებრივ რეჟიმში სრულდება ფრენები აეროპორტში“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.