ნერგეეთში მეწყერის შედეგად დაზარალებული 9 ოჯახი კომპენსაციას მიიღებს - რა მოცულობის თანხა გამოიყო

მიმდინარე წლის 7 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაცია გაიცემა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან 9 ოჯახს კომპენსაციის სახით ჯამში 990 256 ლარი გადაეცემა.

შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყრის სიმაღლე 30 მეტრი იყო, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენდა. მიწის მასა ჩამოშლილი იყო გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.

მერი ტაბატაძე