როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საპრეზიდენტო რეზიდენციები (+ფოტო)

სახელმწიფო პირველი პირები თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მათთვის განკუთვნილ რეზიდენციებში ცხოვრობენ და მუშაობენ. სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების სასახლეების ღირებულება რიგ შემთხვევებში მილიარდებს შეადგენს. ღირებულების შესახებ ინფორმაციას loveproperty აქვეყნებს.

გთავაზობთ, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ათ საპრეზიდენტო რეზიდენციას:

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენცია

მსოფლიოს პირველ პირებს შორის ყველაზე ძვირადღირებული საპრეზიდენტო სასახლე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს აქვს. პეკინში მდებარე ჟონგნანჰაის რეზიდენცია 40 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 37 მილიონ კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული კომპლექსი ოდესღაც იმპერიულ ბაღს წარმოადგენდა, ამჟამად კი ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ცენტრალური მთავრობის შტაბ-ბინაა.

chineti-1732448895.jpg

ავსტრიის პრეზიდენტის რეზიდენცია

ავსტრიის პრეზიდენტის ალექსანდერ ვან დერ ბელენის რეზიდენცია ჰოფბურგის ისტორიულ საიმპერატორო სასახლეშია. კომპლექსი ოდესღაც ჰაბსბურგების დინასტიის ზამთრის რეზიდენციას წარმოადგენდა. მე-17 საუკუნით დათარიღებული სასახლე ამჟამად პრეზიდენტის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილია. კომპლექსი ჯამში 240 000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ღირებულება კი 4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

avstria-1732448911.jpg

რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენცია

რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენცია, „კრემლის სასახლე“ 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ვლადიმერ პუტინს არაერთი რეზიდენცია აქვს, თუმცა მედიის ინფორმაციით, პუტინის ოფიციალური რეზიდენცია 2000 წლიდან „ნოვო-ოგარიოვოა“ (მოსკოვთან ახლოს, ოდინცოვოს რაიონში) და ის სწორედ აქ ცხოვრობს და იღებს სტუმრებსაც.

ruseti-1732448938.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენცია

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეზიდენცია პარიზში, Rue du Faubourg Saint-Honoré-ზე მდებარეობს. „ელისეს სასახლე“ მე-18 საუკუნით თარიღდება, ჯამში 118 კვადრატულ ფუტს მოიცავს. The New Statesman-ის კვლევის მიხედვით შენობა 1.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

safrangeti-1732448954.jpg

იტალიის პრეზიდენტის რეზიდენცია

იტალიის პრეზიდენტის, ჯორჯია მელონის რეზიდენცია, „ქვირინალის სასახლეს“ რომში მდებარეობს. შენობა თავდაპირველად პაპის საგაზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. მე-16 საუკუნით დათარიღებული სასახლე პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია 1946 წლიდან გახდა. იქამდე სასახლეში 30 პაპი მსახურობდა. შენობა 1200 ოთახისგან შედგება. Hatched -ის შეფასებით, შენობის ღირებულება 1.2 მილიარდი დოლარია.

italia-1732448969.jpg

ინდოეთის პრეზიდენტის რეზიდენცია

ნიუ დელიში მდებარე „რაშტრაპატი-ბხავანის“ სასახლე ინდოეთის პრეზიდენტის, დრაფადი მურმუს ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენს. სასახლე ინგლისური აგარაკების ცნობილმა დიზაინერმა ედვინ ლუტიენსმა 1929 წელს ააშენა. რეზიდენცია 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

indoetii-1732448998.jpg

გერმანიის კანცლერის რეზიდენცია

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის რეზიდენცია 848 მილიონ დოლარად არის შეფასებული. გერმანიის ფედერალური კანცელარია მსოფლიოს სამთავრობო შტაბებს შორის უდიდესია, თუმცა შოლცი შენობის ბოლო სართულზე, 2150 კვ.მ-ზე გამოყოფილ ორ ოთახში ცხოვრობს. შენობა არქიტექტორებმა შარლოტა ფრანკმა და ალექს შულტესმა 1997 წელს ააშენეს.

germania-1732449014.jpg

თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენცია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში ცხოვრობს. 2014 წელს აშენებული ნაგებობა 1150 ოთახისგან შედგება და ჯამში 297 ათას კვ.მ-ს მოიცავს. ის 4-ჯერ აღემატება ვერსალის სასახლეს და სიდიდით მეორეა მსოფლიოს საპრეზიდენტო კომპლექსებს შორის. რეზიდენცია 649 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

tuketi-1732449036.jpg

აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო რეზიდენტია თეთრ სახლში მდებარეობს. The New Statesman-ის ინფორმაციით, შენობა 582 მილიონ დოლარის ღირებულებისაა. შენობა 1792 წლით თარიღდება და ჯონ ადამსის შემდეგ ყველა პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია იყო. რეზიდენტია 5109 კვადრატული მეტრზეა გადაჭიმული, აქვს ექვსი სართული და ჯამში 132 ოთახი, მათ შორისაა ცნობილი ოვალური ოფისი.

amerika-1732449051.jpg

ესპანეთის პრეზიდენტის რეზიდენტია

ესპანეთის პრეზიდენტის, პედრო სანჩესის რეზიდენტია, „მონკლოას სასახლე“ 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 32 ათას კვ.მ-ზე გადაჭიმული კომპლექსი აერთიანებს 16 შენობას, მათ შორის ბუნჯერებსა და საავადმყოფოს. შენობა მე-17 საუკუნით არის დათარიღებული და 1846 წლიდან ესპანეთის სახელმწიფო საკუთრებაა.

espaneti-1732449082.jpg

მერი ტაბატაძე