მთავრობამ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვებთან დაკავშირებით სპეციალური წესები დაამტკიცა.
კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, შესყიდვის განხორციელებისას დასაშვებია გამოიყენებოდეს იმ დონორი ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, რომლების შესყიდვის მონაწილეები არიან.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დონორი ორგანიზაციები და ქვეყნები არ არიან შესყიდვის მონაწილეები, შესყიდვის პროცედურები მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
დადგენილება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება და 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.
შეგახსენებთ, 2023 წელს სახელმწიფომ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ დააფუძნა. საწყის ეტაპზე კომპანია უზრუნველყოფს საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავების სამუშაოები; ტალღმტეხელის პროექტირება/მშენებლობა) პროექტირება/მშენებლობას.
კომპანიის წილების 100% სრულად შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მფლობელობაში. სამეწარმეო რეესტრის ბოლო მონაცემებით კი კომპანიის დირექტორად ზურაბ სიჭინავა ფიქსირდება.