გასული 20 წლის განმავლობაში საქართველოში თევზის მოხმარება 10-ჯერ გაიზარდა - საინტერესო ფაქტები თევზის კულტურაზე

თევზს უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ადამიანის კვების რაციონში. მისი კვებითი ღირებულება და გემოვნური თვისებები განსაზღვრავდა პროდუქტის პოპულარობას და დღემდე რჩება როგორც ჯანსაღი კვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

მკვლევრები თვლიან, რომ თევზაობა დაახლოებით 40,000-30,000 წლის წინ დაიწყო. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი კაუჭები და ბადეები მიუთითებენ, რომ ადამიანები პრეისტორიული ხანიდან აქტიურად იყენებდნენ მდინარეებსა და ზღვებს თევზის მოსაპოვებლად. ადრეული თევზაობის მაგალითები დაფიქსირებულია აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

თევზის არაერთი სახეობიდან დღეს საკვებად მხოლოდ მათი ნაწილი გამოიყენება. ძველ პერიოდში კი ადამიანები თევზის იმ სახეობას მიირთმევდნენ, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე წყლებში ბინადრობდა. მაგალითად, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში მიირთმევდნენ ზღვის თევზს, სკუმბრიასა და ქაშაყს. აღმოსავლეთ აზიაში - ჩინეთში და იაპონიაში უძველესი დროიდან ცნობილი იყო კარპი, კალმახი და წყალმცენარეები, რომლებიც თევზთან ერთად გამოიყენებოდა. ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში მობინადრე ტომები კი მოიპოვებდნენ ორაგულსა და კალმახს.

დღეს თევზის მოპოვება-ტრანსპორტირების საკითხი გამარტივებულია და შესაბამისად ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლებელია სხვადასხვა სახეობის თევზის შეძენა.

საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში?

საქართველოში თევზის კულტურის გარკვეული ტრადიციები არსებობს. ძველად საქართველოს მდინარეებში, მაგალითად, რიონსა და მტკვარში, თევზის არაერთი სახეობა ბინადრობდა. თევზს ქარ­თულ სუფ­რა­ზე ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი ეკა­ვა. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი წერ­და - „ქარ­თველს უთევ­ზოდ პუ­რის ჭამა და დრო­ის ტა­რე­ბა არაფ­რად მი­აჩ­ნდა“. მარ­თლაც, სხვა­დას­ხვა დღე­სას­წა­ულ­ზე, ჭირ­სა თუ ლხინ­ში, თევ­ზის­გან რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბის კერ­ძი მზად­დე­ბო­და.

ახალ­და­ჭე­რილ თევზს თბი­ლი­სე­ლი მე­თევ­ზე­ე­ბი ქუ­ჩებ­სა და ბაზ­რებ­ში ხელ­ზე ყიდ­დნენ, მაგ­რამ არ­სე­ბობ­და უფრო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სის­ტე­მა და თევ­ზით სა­ვაჭ­რო სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბიც, სა­დაც მე­თევ­ზე­ე­ბი თევზს აბა­რებ­დნენ. სწო­რედ ამ სა­ვაჭ­რო ად­გი­ლე­ბის მე­პატ­რო­ნე­თა დაკ­ვე­თით იჭერ­დნენ მე­თევ­ზე­ე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხის თევ­ზე­ულს თბი­ლის­სა თუ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა კუ­თხე­ებ­ში.

შემ­დეგ თით­ქოს თევ­ზის კულ­ტუ­რა და­ი­კარ­გა, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, თევზზე მო­თხოვ­ნა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბოლო 20 წელ­ში თევ­ზის მოხ­მა­რე­ბა 10-ჯერ გა­ი­ზარ­და. თევზზე მო­თხოვ­ნის გაზ­რდამ წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც შე­უ­წყო ხელი და ასორ­ტი­მენ­ტიც უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და, მაგრამ მოხმარებული თევზის უდიდესი ნაწილი, ჯერ კიდევ, იმპორტირებულია. როგორც სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, 2023 წელს, თევზის წარმოების ძირითადი წილი ცისარტყელა კალმახზე მოდიოდა. ასევე, განსაკუთრებით პოპულარულია ორაგული, თინუსი, ქაშაყი და სკუმბრია.

tevzi

ქართულ ბაზარზე მიმართულების ერთ-ერთი მსხვილი წარმომადგენელია კომპანია „ოკეანე“, სადაც განმარტავენ, რომ მათი წარმოებიდან განსაკუთრებით მოთხოვნადი ცივად შებოლილი სკუმბრია და ქაშაყისგან დამზადებული სალათებია.

„თევზზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენს ასორტიმენტში არსებული შებოლილი სკუმბრია და ქაშაყი ძალიან პოპულარულია. ნედლეული ნორვეგიიდან შემოგვაქვს, რადგან იქ ცივი წყლები და საუკეთესო ხარისხია. მომხმარებელს ტრადიციულად მაღალი ხარისხის თევზს ვთავაზობთ. კონტროლის საკმაოდ დახვეწილი მექანიზმი გვაქვს, რომლის ფარგლებშიც შემოწმება რამდენიმე ეტაპზე ხდება. მოწმდება მზა პროდუქციაც და მხოლოდ ამის შემდეგ გადის ის რეალიზაციაში. თევზი ჩვენი კვების კულტურაში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს და მასზე მოთხოვნაც სტაბილურად მზარდია“, - აცხადებენ „ოკეანეში“.

tevzi

თევზი თითოეული ადამიანის კვების რაციონის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს მისი ასაკის მიუხედავად. ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარ საკვებ პროდუქტებს შორის მას მართლაც განსაკუთრებული ადგილი უკავია. მდიდარია D ვიტამინითა და ომეგა 3-ით. თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა. თევზის ცილებს ორგანიზმი მარტივად და კარგად ითვისებს. მასში შემავალი ნივთიერებებიდან გამომდინარე ებრძვის დეპრესიას და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია. სწორედ ამიტომ თევზის რეგულარული მიღება განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ზამთარში.

NS