Top-10 მიკროსაფინანსო, რომელსაც ყველაზე მეტი დასაქმებული ჰყავს

2024 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მისო-ების ანგარიშგების მიხედვით, 2024 წლის მესამე კვარტალში 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯამში 4 711 ადამიანს ასაქმებდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 34 მისო-ში 4 443 ადამიანი მუშაობდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 395-დან 435-მდე გაიზარდა მისო-ების ფილიალებისა და სერვის-ცენტრების რაოდენობა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ყველზე მეტ ადამიანს ასაქმებს:

  • მისო კრისტალი - 996 დასაქმებული
  • რიკო ექსპრესი - 804 დასაქმებული
  • სვის კაპიტალი - 451 დასაქმებული
  • მისო ლიდერკრედიტი - 382 დასაქმებული
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + - 342 დასაქმებული
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი - 331 დასაქმებული
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი - 259 დასაქმებული
  • მისო ინტელექსპრესი - 218 დასაქმებული
  • მისო ევრო კრედიტი - 119 დასაქმებული
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი - 118 დასაქმებული

ნინი ქეთელაური