პრეზიდენტის არჩევნების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

პრეზიდენტის არჩევნების თარიღი საქართველოს პარლამენტმა დღეს უნდა ჩანიშნოს. აღნიშნულის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გუშინ ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს.

„არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.