კომერციული ბანკების წმინდა მოგება ერთ თვეში 287.7 მლნ ლარით გაიზარდა. როგორც საფინანსო სექტორის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2024 წლის 10 თვე ბანკებმა 2.589 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დახურეს, იანვარ-სექტემბერში კი მოგებამ 2.301 მლრდ ლარი შეადგინა.
როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ოქტომბერში ზარალზე 17-დან 4 ბანკი გავიდა - „სილქ ბანკი“, „პეისერა ბანკი საქართველო“, „ჰეშ ბანკი“ და „პეივ ბანკ ჯორჯია“.
ანგარიშგებების მიხედვით, 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით წმინდა მოგების თითქმის 87% კვლავ 2 ბანკმა გადაინაწილა - „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“. კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში 985.296 მლნ ლარი; „საქართველოს ბანკის“ კი, 1.266 მლრდ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სხვა ბანკების 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის მოგების მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:
- „ლიბერთი ბანკი“ – 94.809 მლნ ლარი;
- „ბაზისბანკი“ – 64.565 მლნ ლარი;
- „კრედო ბანკი“ – 51.450 მლნ ლარი;
- „ქართუ ბანკი“ – 42.938 მლნ ლარი;
- „პროკრედიტ ბანკი“ – 28.436 მლნ ლარი;
- „ტერა ბანკი“ – 26.573 მლნ ლარი;
- „ხალიკ ბანკი“ – 16.236 მლნ ლარი;
- „იშ ბანკი საქართველო“ – 13.109 მლნ ლარი;
- „პაშა ბანკი საქართველო“ – 7.399 მლნ ლარი;
- „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 4.968 მლნ ლარი;
- „ვითიბი ბანკი“ – 2.341 მლნ ლარი.
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, ასე გამოიყურება:
- „სილქ ბანკი“ - 9.878 მლნ ლარი;
- „ჰეშ ბანკი“ – 3.679 მლნ ლარი;
- „პეისერა ბანკი საქართველო“ – 1.026 მლნ ლარი;
- „პეივ ბანკ ჯორჯია“ - 689 ათასი ლარი.
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი ოპერირებდა.