„ლარის კურსს გაუფასურებით რომ ემუქრებოდა, ის პერიოდი გადავლილი ჯერ ნამდვილად არ არის,“ - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კურსი ინერციით მიდის და საერთაშორისო ვერდიქტს „ელოდება“.
„ამ ეტაპზე კურსი მიდის ინერციით, მაგრამ თუ საერთაშორისო საზოგადოება გამოიტანს ვერდიქტს, რასაც ვარაუდობთ და რისი შანსიც ძალიან მაღალია, ცხადია, ამას შიგნიდანაც მოჰყვება დაძაბულობა. მითუმეტეს თუ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეს და ერასმუსთან წვდომა შეიზღუდა.
მსგავსი ღონისძიებები დაძაბულ შედეგს მოიტანს. ეს ყველაფერი გამოიწვევს დეპოზიტების გადინებას, დაეტყობა ლარის კურსს და ბიზნესს, უძრავი ქონების ბაზარს და ა.შ.“ - განაცხადა ეკონომისტმა.