საქართველოში მოსახლეობის 25.5% წყლის, 46.3% კი საკანალიზაციო სისტემაზე მიერთებული არ არის. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.
უფრო კონკრეტულად, 2023 წლის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის წილმა 74.% შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მჩვენებელია. 2022 წელს წყალმომარაგება 71.5%-ს ჰქონდა, 2021 წელს 71.3%-ს, 2020 წელს - 68.9%-ს, 2019 წელს - 67.7%-ს, 2018 წელს - 65.8%-ს.
თუმცა, შემცირებულია, წყალმომმარაგებელი საწარმოების მიერ წყალმომარაგების სისტემაში გაშვებული წყლის რაოდენობა. კერძოდ, აღნიშნულმა მაჩვენებელმა გასულ წელს 874.6 მლნ კუბური მეტრი შეადგინა, 2022 წელს - 890.2 მლნ კუბური მეტრი, ხოლო, 2021 წელს - 931.5 მლნ კუბური მეტრი.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გაზრდილია წყლის მოხმარების მაჩვენებელი, თუმცა შემცირებულია 2021 წელთან შედარებით. კერძოდ, 2023 წლის მდგომარეობით, 1.262 მლრდ კუბური მეტრის მოხმარდა მოსახლეობას, 2022 წელს 1.196 მლრდ კუბური მეტრი, 2021 წელს 1.475 მლრდ კუბური მეტრი.
2020 წლის შემდეგ, ასევე შემცირებულია სასმელ-სამეურნეო საჭიროებისთვის მოხმარებული წლის მოცულობა. კერძოდ, წლების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემებს, ამავე მონაცემების თანახმად, 2023 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის წილმა 53.7% შეადგინა, 2022 წელს - 52.4%, 2021 წელს - 51.5%, 2020 წელს 50.1%, 2019 წელს - 49.4%, 2018 წელს 48.6% და ა.შ.