2024 წელის მესამე კვარტალში, წინა წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება 9.2 მლნ ლარით გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მესამე კვარტალში მისო-ების წმინდა მოგებამ 99 604 458 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო, 2023 წელის იგივე პერიოდში - 90 366 029 მლნ.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, წელს საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალი 363.493 მლნ ლარი იყო, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 320.139 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 3.966 მლნ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წელს მესამე კვარტალში მისო-ებმა ჯამში 1.962 მლრდ ლარის სესხი გასცეს, აქედან 1.937 მლრდ ლარი ფიზიკურ, ხოლო 24.953 მლნ ლარი იურიდიულ პირებზე.