„ქართული ოცნების“ ოფისში, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. ამ მიზნით პარტიის ოფისში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც უმრავლესობის სხდომა დაიწყება.

11:00 საათზე დაგეგმილია განცხადების გაკეთება.

ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.