ვიქტორ წილოსანმა დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ გააკეთა.
„ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძვანელობდა ვიქტორ წილოსანი. მისი საქმიანობა იყო ნაყოფიერი და სასარგებლო თბილისისთვის. ის კერძო სექტორში აპირებს გადასვლას და მინდა წარმატებები ვუსურვო. ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად. თუ გადაწყვეტს, მას ნებისმიერ დროს ექნება შესაძლებლობა დაბრუნდეს დედაქალაქის მერიაში.
ამასთან, მინდა წარმოგიდგინოთ ნინო ბაგაშვილი, რომელიც გაუძღვება ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს,“- აღნიშნა კალაძემ.