ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „ნეოლეთ“ 26 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც სებ-ის განმარტებაში ვკითხულობთ, კომპანიას ფულადი სანქციები შემდეგი დარღვევებისთვის დაეკისრა:
- შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 შემთხვევია;
- 1 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან გამოვლინდა ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
- გამოვლინდა, რომ პროვაიდერის შესაბამისობის კონტროლის სისტემა არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქციას (შესაბამისად არ ჩატარებულა დამოუკიდებელი აუდიტი);
- გამოვლინდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის 1 შემთხვევაში არასწორად წარდგენა და 1 შემთხვევაში წარუდგენლობა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი „ნეოლეთ“ 2018 წელს დარეგისტრირდა. ამავე მონაცემების მიხედვით, კომპანიის 40.375%-იანი წილის მფლობელია ნოდარი დურგლიშვილი, 40.375%-ის გიორგი გოგუა, 14.25%-ის ლეილა დოლიძე, 5%-ის შალვა ჭელიძე.