მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჯავახიშვილის სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში სკვერი სრულიად განახლდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტულ და თანამედროვე დასასვენებელ სივრცეს შექმნის.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ახალი ბილიკები და კიბეები, განახლდება ამფითეატრი, ასევე, განთავსდება ახალი სკამები და ურნები.
„სკვერში დამონტაჟდება თანამედროვე გარე განათების სისტემა, რაც ტერიტორიის უკეთ განათებას უზრუნველყოფს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 463 991 ლარს შეადგენს”, - აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.