„წინა ურთიერთობების გამოცდილებიდან, ალბათ, გადაწყვეტილება არ იქნება კარგი,“ - ასეთია ბიზნესმენი თემურ ჭყონიას მოლოდინი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით უნდა მიიღოს.
როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ქვეყნის საგარეო ურთიერთობები არის უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში.
მისი თქმით, დღეს საქართველო არ არის მდგრადი, სტაბილური, განვითარებადი, მეგობრული პოლიტიკური ურთიერთობის კუთხით, რაც ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებაზეც აისახება.
„იმ ლოგიკით, როგორც მიმდინარეობს საქართველოს აკრედიტებული ელჩების გადაწყვეტილებები, შეხედულებები, ჩვენი და ევროპელი პოლიტიკოსების ურთიერთობები, რა საფუძველს უნდა გვაძლევდეს?! ჩვენი საგარეო ურთიერთობები არის უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში, არ გვთვლიან მეგობარ ქვეყნად. ქვეყნის განვითარებისათვის ეს მდგომარეობა არ ვარგა. მოქალაქეებისთვის ქვეყანა უნდა იყოს მდგრადი, სტაბილური, განვითარებადი, მეგობრული პოლიტიკური ურთიერთობის კუთხით, ეს დღეს ასე არ არის. შესაბამისად, წინა ურთიერთობების გამოცდილებიდან, ალბათ, ევროპარლამენტარების გადაწყვეტილება არ იქნება კარგი. შესაბამისად, ალბათ, საქართველოს მოქალაქეებს ეს არ მოგვეწონება, რადგან ჩვენი ქვეყანაა და არა პარტიული კუთვნილება,“ - ამბობს თემურ ჭყონია.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციის მიღებას, დღეს, 28 ნოემბერს გეგმავს.