ოქტომბერში 600 ლარამდე ხელფასს დასაქმებულთა 14.8% იღებდა - PMCG

კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის მონაცემების თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა.

ამავე ცნობით, 2024 წლის ოქტომბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,3.2%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.5%-ით არის გაზრდილი.

2024 წლის ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-იდან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 14.8%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2024 წლის ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 29.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია

2024 წლის ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.5%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ნათია ზარიძე