როგორი იქნება 49-სართულიანი საცხოვრებელი, რომლის მშენებლობაც ბათუმის რკინიგზის მიმდებარედ იგეგმება (+ფოტოები)

ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე, ბათუმის ცენტრალური რკინიგზის მიმდებარედ ახალი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება იგეგმება.

ტერიტორიის განაშენიანების გეგმის თანახმად, კორპუსი 49-სართულიანი (მიწისზედა) იქნება. შენობის მაქსიმალური სიმაღლე კი 163 მეტრია.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შენობაში საცხოვრებელი ფართი 4300 კვ.მ-ს შეადგენს, ბინების რაოდენობა კი 1500-ით არის განსაზღვრული. ასევე კომპლექსში განთავსებული იქნება საზოგადოებრივი დანიშნულების 4 ერთეული (საერთო ფართი 1000 კვ. მეტრი) ობიექტი (კვების, სავაჭრო და სხვა ობიექტები).

პროექტის დამკვეთი კომპანია შპს „ბათუმი ცენტრალია’’. აღნიშნული კომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი შპს „გზა“, ხოლო 45%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი გიორგი ჭყონიაა.

screenshot-2024-11-27-231758-1732735537.jpg

batumi-1732799726.jpg

batumi-1-1732799759.jpg

ნათია ზარიძე