საქართველოს სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი შეუმცირდა - რამდენმა ტრაილერმა გაიარა

სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 149 331 907 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 151 700 551 ლარი.

შესაბამისად, ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2024 წლის 10 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.4 მლნ-მდე ლარით შემცირდა.

არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს დერეფანი 426 662-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 433 430 ტრაილერმა.

ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

ნინი ქეთელაური