Zara-მ პირველი კაფე გახსნა

ტანსაცმლისა და აქსესუარების ესპანურმა ბრენდმა Zara-მ თავისი პირველი კაფე გახსნა. ინფორმაციას Gambero Rosso ავრცელებს.

კაფე, Zara by Castro ლისაბონში, როსიუს ცენტრალურ მოედანზე მდებარე Zara-ს მსოფლიოში სიდიდით მეორე მაღაზიაში გაიხსნა.

zara_cafe

კაფეს სახელში სიტყვა „Castro“ შემთხვევით არ გაჩენილა: Zara-სთვის ტრადიციული პორტუგალიური ნამცხვარი, „პასტელ დე ნატა“ საკონდიტრო Castro Atelier-ში მზადდება, რომელიც ამ დესერტებზე არის სპეციალიზებული. ტკბილეული მომხმარებელთან სპეციალური დიზაინის თეფშებით მიაქვთ.

zara_cafe

მოამზადა ლადო სულაბერიძემ