საქართველო გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან საუბარს 2028 წლამდე აჩერებს

მივიღეთ გადაწყევტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირიში გაწევრიანების საკითხი, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ, როგორც მოწყალება“, - განაცხადა კობახიძემ, რომელმაც საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღების გამო ევროპარლამენტიც გააკრიტიკა.

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების გახსნა ქვეყნის დაშანტაჟების ინსტრუმენტად გამოიყენება, როგორც მანამდე იგივე ხდებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხზე.