„ნურავის ეგონება, რომ ვინმე ამ სიტუაციით ნაკლებად დაზარალდება - ყველა ერთად წავალთ უკან“ - ზვიად ჭუმბურიძე

„აბსოლუტურად ყველას შეგვეხება, ყველა ერთად წავალთ უკან,“ - ევროკავშირის მხარდაჭერის გაუქმების შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ ისაუბრა.

„ნურავის ეგონება, რომ ვინმე ამ სიტუაციით ნაკლებად დაზარალდება - ყველა ერთად წავალთ უკან“

„ნურავის ეგონება, რომ ვინმე ამ სიტუაციით ნაკლებად დაზარალდება, აბსოლუტურად ყველას შეგვეხება, ყველა ერთად წავალთ უკან. ინვესტორებიც გავლენ, რომლებიც დაინახავენ, რომ ვერ ვქმნით სტაბილურ გარემოს ბიზნესისთვის, რაც არ უნდა ეცადოს ეროვნული ბანკი, ვერ შეძლებს ლარის გაუფასურების შეჩერებას დიდი ხნის განმავლობაში, რადგან იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, არაფერი გაგვაჩნია. 31%-ით შემცირდა ევროკავშირთან ვაჭრობა და ეს რიცხვი კიდევ უფრო დაიკლებს.

მარტში ჩვენმა შვილებმა მკაფიოდ აირჩიეს ევროპული გზა და ვაცადოთ, მივცეთ საშუალება, წავიდნენ ამ გზით. ხოლო თუ ასე არ იქნება, ისტორიული კანონზომიერებაა, რომ ერთ წელიწადში ვადამდელ არჩევნებს თავად ხელისუფლება დანიშნავს. დსთ-ს ქვეყნებთან და ჩინეთთან ურთიერთობით, ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას ვერ მივაღწევთ,“- აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ.

ეკა დარჩიაშვილი