საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.
თავის მხრივ, ევროპელი დეპუტატები საქართველოს პირველი პირების დასანქცირებასა და უვიზო მიმოსვლის გადახედვასაც მოითხოვენ. ევროპარლამენტმა შესაბამისი რეზოლუცია გუშინ, 444 ხმით 72-ის წინააღმდეგ მიიღო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ეკონომიკურ სარგებელი მოაქვს ევროკავშირს საქართველოსთვის, რისთვისაც სხვადასხვა ოფიციალური წყაროები გამოიყენა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურს მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბერში საქართველო ევროკავშირში 456.714 მლნ აშშ დოლარის საქონელი გაყიდა. აქედან 78%, ანუ, 355.727 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი ადგილობრივი წარმოების იყო.
აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს წელს, საანგარიშო პერიოდში, 3.616 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია აქვს შეძენილი.
ამასთან, მნიშვნელოვანია ფულად გზავნილებში ევროკავშირის წილიც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ოქტომბერში საქართველოში ჯამში 281.06 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, საიდანაც 44.33%, ანუ 124.58 მლნ აშშ დოლარის ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებითვე, წელს მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორებისგან ქვეყანამ 210.1 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მეორე კვარტალში 138 მლნ აშშ დოლარის, ხოლო პირველ კვარტალში 108.3 მლნ აშშ დოლარის. ჯამურად, წელს 3 კვარტლის მაჩვენებლებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისგან ქვეყანამ 456.4 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება ინვესტიციებს, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ-მეორე კვარტალში ქვეყანაში ევროკავშირმა ჯამში 229.191 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა, რაც მთლიანი მოცულობის 30%-ს შეადგენს. იგივე საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ჯამში 68.627 მლნ ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.