„ამდენ წვალებას, ხელისუფლებამ თქვას პირდაპირ, რომ არ უნდათ ევროპული გეზი და უნდათ დსთ-ს ქვეყნებთან, ირანთან, ჩინეთთან ურთიერთობა,” - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ ისაუბრა.
„არჩევნების მერე, საზოგადოებამ სრულიად სხვა რეალობაში გაიღვიძა: არსებული ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უმეტესობისთვის მიუღებელია, რაც თითოეული მოქალაქისთვის თანამედროვე დიდი გამოწვევაა. ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა არ არსებობს და დავიწყოთ მისი შექმნა.
არის კიდევ ერთი გზა - ამდენ წვალებას, ხელისუფლებამ თქვას პირდაპირ, რომ არ უნდათ ევროპული გეზი და უნდათ დსთ-ს ქვეყნებთან, ირანთან, ჩინეთთან ურთიერთობა. ეს ძალიან მარტივია და ამისი ნიშნები ჩანს კიდეც.
მინდა მჯეროდეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც და მათი მხარდამჭერებისთვისაც ნათელია, რომ ირანისთვის, ჩინეთისთვის და რუსეთისთვისაც კი, საბოლოო პარტნიორობა სწორედ ამერიკელებთან და ევროპელებთან განისაზღვრება.
რაც არ უნდა უარყონ და პოლიტიკურ აბსურდზე გავიდეს, რომ ევროპა არ უნდათ, ამ დროს ევროპული მანქანები უნდათ, ევროპული ტანსაცმელი, საკვები, დასვენება, ძვირფასი ნივთები უნდათ, მაშინ რა არ მოსწონთ ევროპაში? თუ ასეთი საშიშია ევროპული განზომილება, რომელმაც ჩვენს მენტალიტეტს შესაძლოა, საფრთხე მიაყენოს, მაშინ დატოვონ თავისი შვილები საქართველოში და ნუ უშვებენ ევროპაში, რადგან ასეთი საშიშია. გაუშვით რუსეთში, ყაზახეთში და იქ ასწავლეთ,“ - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.