„ჩვენი მამაცი ხალხის სოლიდარობისთვის ვაჩერებ ყველა სახის საწვრთნელ პროგრამას!“,- ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე „ფეისბუკ“ გვერდზე წერს.
„ქვეყანაში განვითარებული მოვლენების და ჩვენი მამაცი ხალხის სოლიდარობისთვის ვაჩერებ ყველა სახის საწვრთნელ პროგრამას!“, - წერს მევლუდ მელაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.
თავის მხრივ, ევროპელი დეპუტატები საქართველოს პირველი პირების დასანქცირებასა და უვიზო მიმოსვლის გადახედვასაც მოითხოვენ. ევროპარლამენტმა შესაბამისი რეზოლუცია გუშინ, 444 ხმით 72-ის წინააღმდეგ მიიღო.