რა მოხდება, არავინ იცის, რადგან საერთაშორისო საზოგადოება ძალიან არის გაბრაზებული - აკაკი ცომაია

საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის დალაგების შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„ნაკლებად მაიმედებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი კანდიდატურა, ის კანდიდატურაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობას დაალაგებს. თავად პიროვნება უკვე დისკრედიტირებულია საერთაშორისო ასპარეზზე. მხედველობაში მყავს მაკა ბოჭორიშვილი.

რეალურად კი, საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის დალაგების შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს. რეალურად რა მოხდება, არავინ იცის, რადგან საერთაშორისო საზოგადოება ძალიან არის გაბრაზებული, აქ მათი ძალიან დიდი ინვესტიციები განხორციელდა, როგორც ევროპის, ისე ამერიკის მხრიდან,“ - განაცხადა ცომაიამ.

ეკა დარჩიაშვილი