გზები თბილისში, სადაც ზამთარში შესაძლოა, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები სავალდებულო გახდეს

1-ელი დე­კემ­ბრი­დან 1-ელ მარ­ტამ­დე, ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბით მოძ­რა­ო­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდება. შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს თბილისის ტერიტორიაზეც.

უფრო კონკრეტულად კი, თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს ავტომობილებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების აუცილებლობა.

კერძოდ, საუბარია შემდეგ მონაკვეთებზე:

ზა­ჰე­სი-რუს­თა­ვის (1-49 კმ) საგ­ზაო მო­ნაკ­ვე­თი;

თბი­ლი­სი (გლ­და­ნი)-თი­ა­ნე­თის (1-60 კმ) საგ­ზაო მო­ნაკ­ვე­თი;

თბი­ლი­სი (პან­ტი­ა­ნი)-მან­გლი­სის (1-32 კმ) საგ­ზაო მო­ნაკ­ვე­თი;

წყნე­თი-ბე­თა­ნი­ის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი (1400 მ).

მერიისვე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ზამ­თრის სა­ბუ­რავ­ზე და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფ­ქი. სა­ბუ­რა­ვის პრო­ტექ­ტო­რის სიღ­რმე კი უნდა შე­ად­გენ­დეს არა­ნაკ­ლებ 3 მმ-ს მსუბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის (M1) და სატ­ვირ­თო­ე­ბის­თვის (N1, N2, N3); არა­ნაკ­ლებ 4 მმ-ს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის­თვის (M2) და ავ­ტო­ბუ­სის­თვის (M3); სა­ბუ­რა­ვის დამ­ზა­დე­ბი­დან არ უნდა იყოს გა­სუ­ლი 10 წელი და მას­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი უნდა იყოს დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღის წა­კი­თხვა.

„თუ ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვი ან/და მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვი არ შე­ე­სა­ბამე­ბა დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს, პო­ლი­ცი­ე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, პირს აუკ­რძა­ლოს დად­გე­ნი­ლე­ბით განსაზღვრულ ად­გი­ლას/გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე შეს­ვლა. ასე­ვე, თუ ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვი ან/და მოცურების სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს და ამ სატრანსპორ­ტო საშუ­ა­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა საფრ­თხეს უქ­მნის საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს, პირს შე­საძ­ლოა, დრო­ე­ბით ჩა­მო­ერ­თვას სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა და გან­თავ­სდეს და­ცულ სად­გომ­ზე.

ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვი­სა და მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვის მო­თხოვ­ნებ­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პირი და­ჯა­რიმ­დე­ბა 100 ლა­რით და მარ­თვის მოწ­მო­ბის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქულა­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­უმ­ცირ­დე­ბა 5 ქუ­ლით.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვი­სა და მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვის სა­თა­ნა­დო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის, ასე­ვე, კონ­კრე­ტუ­ლი საგ­ზაო მო­ნაკ­ვე­თე­ბის შე­სა­ხებ იხი­ლეთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვებ-გ­ვერ­დზე: police.ge/page/1047,“ - ნათ­ქვა­მია თბილისის მერიის ინფორ­მა­ცი­ა­ში.

ეკა დარჩიაშვილი