„რას ვაჩვენებთ შვილებს, რომ წავიდნენ ქვეყნიდან? - მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, რა საგარეო პოლიტიკა გვაქვს დღეს“ - ზვიად ჭუმბურიძე

„1.5 მლნ ადამიანი უკვე წასულია და ეს ტენდენცია გრძელდება, სწორედ ემიგრანტების გზავნილებით ცხოვრობს, საქართველოს დედაქალაქიც და რეგიონებიც,“ - ამის შესახებ როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.

„რას ვაჩვენებთ შვილებს, რომ წავიდნენ ქვეყნიდან? ნახევარი საქართველო ემიგრანტების გამოგზავნილი თანხებით ცხოვრობს, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, რა საგარეო პოლიტიკა გვაქვს დღეს?

დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელსაც დროებითს ვეძახით, მაგრამ უკვე ათწლეულებია გრძელდება, ჩვენი ევროპული კურსით უნდა ვანახოთ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, რომ საქართველოში არსებობა და ცხოვრება მათთვის მომგებიანი იქნება და ეს ევროკავშირში გაწევრიანებით მოხდება მხოლოდ,“ - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

ეკა დარჩიაშვილი