„ნუ "აბოლებთ" ხალხს, ევროპაში ისედაც ვართ, ტორტი გვინდა - ევროკავშირი!“ - ლევან ბოძაშვილი

„მორჩით ამ ევროპა, ევროპას ძახილს, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ხაზს ვუსვამ, ევროკავშირში და არა ზოგადად ევროპაში“, - ამის შესახებ კრიპტო იურისტი და კრიპტობანკ Yield App-ის რეგიონული მმართველი პარტნიორი ლევან ბოძაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს არა უბრალოდ ევროპასთან ურთიერთობა, არამედ ევროკავშირში ინტეგრაცია სჭირდება, რადგან ყველა ეკონომიკური სიკეთე, რომელიც საქართველოს შეუძლია ევროპული სამყაროდან მიიღოს, ევროპის კავშირის დამსახურებაა.

„მორჩით ამ ევროპა, ევროპას ძახილს, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ხაზს ვუსვამ, ევროკავშირში და არა ზოგადად ევროპაში. ამას გვავალებს კონსტიტუცია. ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე. ნუ "აბოლებთ" ხალხს. ევროპაში ისედაც ვართ, ტორტი გვინდა - ევროკავშირი! უვიზო მიმოსვლა ევროკავშირია და არა ევროპა, თავისუფალი ვაჭრობა და ასოცირება ევროკავშირია, და არა ევროპა. თავისუფლება და ერთიანი ბაზარი ევროკავშირია, და არა ევროპა, ასობით მილიონი დახმარებები ევროკავშირია, და არა ევროპა, ღვინის სექტორის წლიური მილიარდიანი დაფინანსება ევროკავშირია, და არა ევროპა, გამართული და ერთიანი კანონმდებლობა ევროკავშირია, და არა ევროპა, მშვიდობა ევროკავშირია, და არა ევროპა, ინფრასტრუქტურული ინვესტირებები ევროკავშირია, და არა ევროპა, გეოპოლიტიკური ზურგი ევროკავშირია, და არა ევროპა, ჰორიზონი, მეცნიერება, განათლება, ტექნოლოგიები, ბედნიერი სტუდენტობა და მომავალი ევროკავშირია, და არა ევროპა, სამართლიანი მართლმსაჯულება ევროკავშირია, და არა ევროპა.

მოკავშირე ევროკავშირია, და არა ევროპა. ევროპაში ყოფნა არ ნიშნავს ევროკავშირში ყოფნას, ევროკავშირში ყოფნა ნიშნავს ევროპაში ყოფნას. მიქარავს ხშირად ევროკავშირი? კი, მაგრამ პლანეტაზე უკეთესი არ არსებობს. მით უმეტეს, ჩვენთვის.

პ.ს. ეგრე ბელარუსიც ევროპაა“, - წერს ლევან ბოძაშვილი.

ნათია ზარიძე