ჰარი პოტერის წიგნის იშვიათი პირველი გამოცემა 45 000 დოლარად გაიყიდა.
შელახული “ჰარი პოტერი და ჯადოქრის ქვა“ კრისტინა მაკკალოხმა 1990-იან წლებში, ვაჟისთვის ადამისთვის იყიდა. მისი თქმით, 1997 წელს წიგნში, რომელიც სტრატფორდ-ონ-ეივონის წიგნების მაღაზიაში იპოვა დაახლოებით, 12 დოლარი გადაიხადა.
მაშინ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ბუკინისტთან ნაყიდი, “უბრალო“ გამოცემა 30 წლის შემდეგ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი ეღირებოდა.
აუქციონის სახლი ვარაუდობდა, რომ ეგზემპლარის ღირებულება 37 000-დან 60 000 დოლარამდე იქნებოდა. მათი მოლოდინი გამართლდა, “ჰარი პოტერი და ჯადოქრის ქვა“ რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთში გამართულ აუქციონზე 45 000 დოლარად გაიყიდა.
Hansons Auctioneers-ის თანახმად, გამოცემა არის ერთ-ერთი იმ 500 ასლიდან, რომელიც 1997 წელს პირველად დაიბეჭდა.
ოჯახმა წიგნის პოტენციური ღირებულების შესახებ მხოლოდ 2020 წელს შეიტყო. ისინი შემთხვევით გადააწყდნენ ინფორმაციას “ჰარი პოტერის“ პირველი გამოცემების შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ პირველი ტირაჟი განსაკუთრებულ ღირებულებებს წარმოადგენდა. სწორედ მას შემდეგ შეაფასებინეს სპეციალისტს გამოცემა.
წყარო: bbc.com