სახდეპის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ამერიკა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას წყვეტს.
მილერის განცხადება ოფიციალურად გავრცელდა:
„აშშ ევროკავშირთან ერთად ნანობს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების თაობაზე. ჩვენ ვგმობთ ქართველების წინააღმდეგ გამოყენებულ ზედმეტ ძალას, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ თავისი კონსტიტუციის ღალატს. შესაბამისად, ჩვენ ვაჩერებთ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას“ - წერია განცხადებაში.