ბიზნესმენი პაატა ღაძაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
„ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ეს არ არის „უგუნურთა” პროტესტი! ეს არის მომავალი თაობის არჩევანი!
ძალადობით ძალადობას რომ მოიმკი, ხომ უნდა იცოდე! ეს მხოლოდ ახალი არჩევნებით გრძელდება და რუსეთის დაისით მთავრდება!“, - წერს სოციალურ ქსელში პაატა ღაძაძე.
შეგახსენებთ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე, მოსახლეობა მე-4 დღეა აპროტესტებს. პროტესტს უერთდება ბიზნესების ნაწილი, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა ნაწილიც. ამასთანავე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა.