„კონსტიტუციის დარღვევა ხელს შეუშლის ტურიზმის სექტორის განვითარებას“ - „ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მძღოლთა ასოციაცია”

„ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მძღოლთა ასოციაცია” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია და ვემიჯნებით ყოველგვარი სახის ძალადობას, რომელიც ხორციელდება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართულებით.

ჩვენი ორგანიზაცია მკაფიოდ გამოხატავს თავის აზრს და არჩევანს ევროპული მომავლისა და ევროინტეგრაციის შესახებ.

ქართველმა ხალხმა საკუთარი ნება ევროატლანტიკური მომავლის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გამოხატა. ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევა გამოიწვევს რა კონსტიტუციის დარღვევას, ხელს შეუშლის, როგორც თითოეული ინდივიდის განვითარებასა და წინსვლას, ისე ასოციაციის მიზნების შესრულებას, ტურიზმის სექტორის განვითარებას.

ასოციაციის წევრებს მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე, მოსახლეობა მე-4 დღეა აპროტესტებს.

პროტესტს უერთდება ბიზნესების ნაწილი, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა ნაწილიც.

ამასთანავე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა.

მერი ტაბატაძე