ცხინვალის თეატრი: 35 წელია დევნილები ვართ საკუთარ ქვეყანაში რუსეთის აგრესიის გამო - საქართველოს მომავალი ევროპაშია!

ცხინვალის ივ. მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში.

„ცხინვალის ივ. მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი , უკვე 35 წელია დევნილია საკუთარ ქვეყანაში, რუსეთის აგრესიის გამო.

რადგან ჩვენ დღეს არ გვაქვს სპექტაკლები და სხვა თეატრების მსგავსად, მათი შეწყვეტით ვერ შევუერთდებით სოლიდარობის აქციას, გვინდა სიტყვიერად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

ვგმობთ ძალადობას! საქართველოს მომავალი ევროპაშია!”, - წერს ცხინვალის თეატრი.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე, მოსახლეობა მე-4 დღეა აპროტესტებს.

პროტესტს უერთდება ბიზნესების ნაწილი, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა ნაწილიც.

ამასთანავე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა.

მერი ტაბატაძე