მდინარეები, სადაც ოქროს მოპოვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - სად მდებარეობს

მე-19 საუკუნის ოქროს ციებ-ცხელება დიდი ხანია დასრულდა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ბევრი ადგილი, სადაც ძვირფასი ლითონის მოპოვება შესაძლებელია და უფრო მეტიც, იქ ოქროზე „ნადირობა“ ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

რამდენიმე ქვეყანაში გახსნილია ე.წ. ატრაქციები, სადაც თანხის გადახდის შემდეგ, ნიჩბის, ლითონის დეტექტორისა და სხვა ხელსაწყოების გამოყენებით, შეგიძლიათ ესტუმროთ ლოკაციებს და ოქრო მოიპოვოთ.

ალბათ ყველა თანხმდება, რომ საკუთარი ხელით დაჭერილი ლითონისგან დამზადებულ სამკაულს უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე ნაყიდს.

წარმოგიდგენთ 5 ლოკაციას, სადაც ლითონის მოპოვებაა შესაძლებელი:

111-1733057051.jpg

სუისგილის მამული, შოტლანდია

უმეტეს შემთხვევაში, გაერთიანებულ სამეფოში ოქროს მარაგები კლასიფიცირდება როგორც "მეფის მაღაროები" და ეკუთვნის მის უდიდებულესობას.

სამეფო მამულმა შეწყვიტა ლიცენზიების გაცემა სამოყვარულო ოქროს მოპოვებისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს შესაძლო დაზიანების გამო მიიღეს.

თუმცა გამონაკლისია შოტლანდიაში მდებარე სუისგილის მამული. აქ, რეკრეაციულ ზონაში მდებარე ორ მდინარეში ოქროს მოპოვება ნებადართულია. თუმცა მაინც მოქმედებს მკაცრი რეგულაციები და საჭიროა შესაბამისი ნებართვა.

უანლოკჰედი (Wanlockhead), შოტლანდია

სოფელ ვანლოკჰედის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც "შოტლანდიის ღვთის საგანძურს" უწოდებენ, გამოირჩევა ოქროს მარაგებით.

იქ ლითონს მაღაროელები საუკუნეების მანძილზე მოიპოვებდნენ.

ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ვანლოკჰედის მუზეუმი ასევე გთავაზობთ ოქროს მოპოვების კურსს. აღსანიშნავია, რომ იქ 2014 წელს კანადელმა ტურისტმა 20-კარატიანი ოქრო მოიპოვა, რომლის ღირებულება 17,000 დოლარი იყო.

დოლგელაუ, უელსი

1843 წელს, უელსში, კერძოდ დოლგელაუში ოქროს მარაგების აღმოჩენამ 1860-იანი წლების უელსის ოქროს ციებ-ცხელება გამოიწვია. აღნიშნულ ლოკაციაზე წლების განმავლობაში დაახლოებით ოთხი ტონა ოქრო იქნა წარმოებული.

თუმცა ამ მხარეში დღეს ოქრო კომერციულად აღარ მოიპოვება.

მსურველებს შეუძლიათ ოქრო მოიპოვონ ამ ტერიტორიაზე იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ შესაბამისი მიწის მესაკუთრის ნებართვა და დაიცავენ მკაცრ რეგულაციებს.

დოლაუკოტიში მდებარე ოქროს მაღაროებში მისვლა კი ნებისმიერს შეუძლია. იქ შესაძლებელია ოქროს მოპოვება ყოველგვარი იურიდიული ნებართვის გარეშე.

რიდის ოქროს მაღარო, აშშ

1799 წელს კონრად რიდი ოქროს საბადოს ლოკაციაზე შემთხვევით, მდნარეში გადააწყდა ოქროს საკმაოდ დიდ ნაჭერს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო რამდენიმე გრამიანი ძირფასი ლითონის ნაწილაკი, რომელზეც მოგვიანებით დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.

წყლიდან ოქროს მოპოვება დღემდე შესაძლებელია. 3 დოლარის გადახდის შემდეგ, შეგიძლიათ სცადოთ თქვენი ბედი.

ქროუ კრიკი (Crow Creek) ალასკა, აშშ

თუ თქვენ ალასკაში ხართ და გსურთ იხილოთ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე წარმოუდგენელი პეიზაჟები და ველური ბუნებაა, შეგიძლიათ ქროუ კრიკს ესტუმროთ.

ამბობენ, რომ იმ ადგილას პირველი ოქროს საბადოები 1897 წელს აღმოაჩინეს.

ოქროს ძიების მოყვარულებს შეუძლიათ მიიღონ კერძო ტურები და სპეციალური ტომარა, რომელიც იმ შემთხვევაში გამოადგებათ, თუ დარჩენას რამდენიმე დღით გეგმავენ.

შესვლის საფასური ერთ ადამიანზე 25 დოლარიდან იწყება და პირობების მიხედვით ძვირდება.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი